Pages
- Home
- იოჰან სებასტიან ბახი
- ფრიდერიკ ფრანციშეკ შოპენი
- ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი
- ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი
- ანტონიო ვივალდი
- ფრანც პეტერ შუბერტი
- ფელიქს მენდელსონ-ბართოლდი
- გეორგ ფრიდრიხ ჰენდელი
- შოპენი-ნოქტურნი 20
- კლასიკური მუსიკა
- ვივალდი
- ბეთჰოვენის მთვარის სონატა
- რიჩარდ კლაუდერმანი
- A Comme Amour
- მუსიკა და ადამიანი
Wednesday, January 23, 2013
ბეთჰოვენის მთვარის სონატა
კლასიკური მუსიკა
კლასიკური მუსიკა — მუსიკის ფორმა, რომელიც ჩამოყალიბდა დასავლურ ლიტურგიულ და საერო მუსიკაზე დაფუძნებით. მისი განვითარების პერიოდი მოიცავს დაახლოებით ცხრა საუკუნეს. XI საუკუნიდან - დღემდე. [1] მუსიკის ამ ტიპის ძირითადი ტრადიციები ჩამოყალიბდა 1550-1900 წლებში.
ტერმინი „კლასიკური მუსიკა“ გამოჩნდა მხოლოდ XIX საუკუნის დასაწყისში, რაც მიზნად ისახავდა იოჰან სებასტიან ბახიდან მოყოლებული ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ჩათვლით არსებული ტრადიციების კანონიზებას. ტერმინი პირველად ნახსენებია ოქსფორდის ინგლისურ ლექსიკონში (1836). [1][
წყარო: ka.wikipedia.org
იოჰან სებასტიან ბახი
ბაროკოს ეპოქის გერმანელი კომპოზიტორი და ორგანისტი,ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორი,მისი შემოქმედება გამოირჩევა ინტელექტუალური სიღრმით,ტექნიკური სრულყოფილებითა და მხატვრული დახვეწილობით და იგი ევროპული ტრადიციის თითქმის ყველა მუსიკოსისთვის შთაგონების წყაროდ იქცა მოცარტიდან შონბერგამდე. იგი 10 წლისა დაობლდა და მისი აღზრდა მისმა ძმამ ითავა.ბახი დაეუფლა ორგანზე და ვიოლინოზე დაკვრის ტექნიკას. თავისი მშვენიერი დისკანტის გამო იგი 1700 წელს მიიღეს ლიუნებურგის წმინდა იოანეს სკოლაში.ბახის შემოქმედება აგვირგვინებს შუა საუკუნეების მომდევნო პერიოდის მსოფლიო მუსიკალურ ხელოვნებას და ამავე დროს დასაბამს აძლევს ახალ მიმდინარეობას.ბახი პოლიფონიური მუსიკის მწვერვალია. 15 წლის ბახმა დამოუკიდებლად დაიწყო ცხოვრება,იგი მუშაობდა ვიოლინოზე,ორღანზე .სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იგი დაბრმავდა და კარნახით აწრინებდა თავის ნაშრომებს.1750 წელს იგი ლაიფციგში გარდაიცვალა,მალე მიეცა დავიწყებას და მისი საფლავიც კი დაიკარგა ეკლესიის ეზოს რეკონსტრუციის დროს.მისი აღიარება 100 წლის შემდეგ დაიწყო მენდელსონის მეშვეობით.
წყარო: ka.wikipedia.org
ფრიდერიკ ფრანციშეკ შოპენი
ფრიდერიკ ფრანციშეკ შოპენი (პოლ. Fryderyk Franciszek Chopin) გახლავთ პოლონელი კომპოზიტორი და პიანისტი, რომელმაც უდიდესი კვალი დატოვა კლასიკურ მუსიკაში. შოპენის მუსიკისთვის დამახასიათებელია ლირიზმი, იგი შეუდარებლად გადმოსცემს თავის მუსიკაში სხვადასხვა ხასიათს, მან ახლებურად განმარტა სხვადასხვა ჟანრი, შექმნა საფორტეპიანო ბალადა, პოეტიზმი და დრამატიზმი შეიტანა მაზურკაში, პოლონეზსა და ვალსში. შოპენის მელოდიებში იგრძნობა ჰარმონია და ლირიზმი.
ფრიდერიკ შოპენი დაიბადა სოფელ ჟელიაზოვა ვოლიაში,ვარშავასთან ახლოს.მისი დაბადების ზუსტი რიცხვი დღემდე გაურკვეველია, რადგან არსებობს ორი თარიღი, ეკლესიის მიხედვით 22თებერვალი და ოჯახის მიხედვით 1 მარტი.1810 წელი.
შოპენის ოჯახს მუსიკალური განათლება ჰქონდა, ამით აიხსნება ის ფაქტი , რომ უკვე 6 წლის ასაკსი პატარა ფრიდერიკი ცდილობდა დედამისის დაკრულის სმენით აწყობას. პირველი საფორტეპიანო გაკვეთილები, სწორედ დედასა და დისგან მიიღო. ის ძალიან პატარა ასაკიდან გადიოდა სხვადასხვა კონცერტებზე, და ამიტომ მას “მეორე მოცარტი” უწოდეს.11 წლის ასაკში მან პირადად რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე პირველისთვის დაუკრა,რომელიც იმ დროს ვარშავაში იმყოფებოდა.1823 წლიდან შოპენმა ვარშავის ლიცეუმში გააგრძელა სწავლა , თუმცა პარალელურად იგი გადიოდა გაკვეთილებს თავის მასწავლებელთან ჟივნისთან. სულ მალე ფრიდერიკი დაასახელეს ვარშავის საუკეთესო პიანისტად.
შოპენის ოჯახს მუსიკალური განათლება ჰქონდა, ამით აიხსნება ის ფაქტი , რომ უკვე 6 წლის ასაკსი პატარა ფრიდერიკი ცდილობდა დედამისის დაკრულის სმენით აწყობას. პირველი საფორტეპიანო გაკვეთილები, სწორედ დედასა და დისგან მიიღო. ის ძალიან პატარა ასაკიდან გადიოდა სხვადასხვა კონცერტებზე, და ამიტომ მას “მეორე მოცარტი” უწოდეს.11 წლის ასაკში მან პირადად რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე პირველისთვის დაუკრა,რომელიც იმ დროს ვარშავაში იმყოფებოდა.1823 წლიდან შოპენმა ვარშავის ლიცეუმში გააგრძელა სწავლა , თუმცა პარალელურად იგი გადიოდა გაკვეთილებს თავის მასწავლებელთან ჟივნისთან. სულ მალე ფრიდერიკი დაასახელეს ვარშავის საუკეთესო პიანისტად.
პოლონეთს არასოდეს ჰყოლია ისეთი მუსიკალური გენიოსი , როგორიც არის შოპენი.მისი ნაწარმოებების უმეტესობა ფორტეპიანოსთვისაა დაწერილი.
მის ძირითად ნაწარმოებებში შედის :
58 მაზურკა
16 პოლონეზი
19 ვალსი
21 ნოქტურნი
26 პრელუდია (24 პრელუდიის ციკლი და ცალკე 2 პრელუდია)
27 ეტიუდი
4 ექსპრომტი
დასაძინებელი
ბარკაროლა
3 სონატა ფორტეპიანოსათვის
4 ბალადა
4 სკერცო
ფანტაზია ფა მინორი
2 კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის
სონატა ვიოლონჩელისა და ფორტეპიანოსათვის
მის ძირითად ნაწარმოებებში შედის :
58 მაზურკა
16 პოლონეზი
19 ვალსი
21 ნოქტურნი
26 პრელუდია (24 პრელუდიის ციკლი და ცალკე 2 პრელუდია)
27 ეტიუდი
4 ექსპრომტი
დასაძინებელი
ბარკაროლა
3 სონატა ფორტეპიანოსათვის
4 ბალადა
4 სკერცო
ფანტაზია ფა მინორი
2 კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის
სონატა ვიოლონჩელისა და ფორტეპიანოსათვის
საინტერესოა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კომპოზიტორი დასაფლავებულია პარიზის პერ ლაშეზის სასაფლაოზე, შოპენის ანდერძით მისი გული სხეულიდან ამოკვეთეს და ჩაატანეს ვარშავის წმინდა ჯვრის ეკლესიის სვეტში.
1927 წლიდან ვარშავაში ტარდება შოპენის სახელობის საერთაშორისო კონკურსი.
1927 წლიდან ვარშავაში ტარდება შოპენის სახელობის საერთაშორისო კონკურსი.
წყარო: www.ucnauri.com
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი ბეთჰოვენთა გვარი , წარმოშობით ფლამანდიურია, რაზეც გვარს დართული წინსართი “ვან” მიუთითებს.ბონში 1732წელს დასახლდნენ.
1770 წლის 16 დეკემბერს,(სავარაუდოდ), გერმანიის პატარა ქალაქ ბონში, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი დაიბადა და მეორე დღესვე მოუნათლავთ.
ბაბუა, ლუდვიგ ბეთჰოვენი- ვიოლინოზე უკრავდა და პარალელურად მეფისნაცვალის კარის კაპელაში მღეროდა, შემდგომში კი იგი ამავე კაპელის კაპელმეისტერი გახდა. მრავალი წლის განმავლობაში გადანახული ფულით იწყებს ღვინით ვაჭრობას და მალე მდიდრდება. მას სამი შვილი ჰყავდა, რომელთაგანაც ორი პატარაობისას გარდაიცვალა; დარჩა მესამე -იოჰანი, ისიც ავადმყოფი,ზარმაცი, უხეირო. შემდგომში მომღერალ- ტენორისტად მუშაობდა მამამისთან. იოჰან ვან ბეთჰოვენი-,რომელიც სიმღერას, მუსიკის თეორიასა და კლავისინზე დაკვრასაც ასწავლიდა, ნამდვილად ნიჭიერი, მაგრამ თავქარიანი და მერყევი ადამიანი იყო.
მუსიკალური ნიჭი ლუდვიგმა ადრეულ ასაკში გამოავლინა, რამაც მამამისს დაუოკებელი სურვილი გაუჩინა, რაც შეიძლება მალე ეჩვენებინა მთელი ქვეყნისთვის “ბავშვი-საოცრება”, ამიტომ იგი თვითონ იწყებს ლუდვიგის მეცადინეობას, თუმცა სანიმუშო პედაგოგი არ იყო. ძალიან მკაცრი, ცოტა უკმეხი მუსიკოსი, დარდიმანდი მამა, მთელი დღის განმავლობასი კლავისინზე დაკვრას აიძულებდა პატარა ლუდვიგს და მცირე შეცდომისთვისაც მკაცრად სჯიდა, ხშირად კი ცემდა კიდეც. იოჰანს, ახსოვდა მოცარტის წარმატებები, რაც მოსვენებას არ აძლევდა და ყოველ ღონეს ხმარობდა მისი შვილიც “ვუნდერკინდი” მუსიკოსი გამოეყვანა.
თავიდან, ის ლუდვიგს ვიოლინოზე დაკვრას ასწავლიდა, შემდეგ მეცადინეობა მისმა მუსიკალური წრის მეგობარებმა გააგრძელეს: კოხი და ზეეზე- ორღანზე დაკვრას ასწავლიდნენ , კლავისინზე და ფლეიტაზე -პფეფერი, ვიოლინოზე და ალტზე – როვანტინი. პატარა ლუდვიგი დღეში 7-8 საათს მეცადინეობდა. ხანდახან, იოჰანს ღამე მეცადინეობის სურვილი უჩნდებოდა , აღვიძებდა პატარას და ტირილის , თხოვნის მიუხედავად, ეს მეცადინეობა 3-4 საათი გრძელდებოდა. განსაკუთრებით აუტანელი ხდებოდა ლუდვიგის მდგომარეობა მაშინ, თუ მამამისი გვიან ღამით, მთვრალი, მეგობრებთან ერთად ბრუნდებოდა . იოჰანი, მეგობრების წინაშე, თავს იწონებდა შვილის წარმატებებით. ამ დროს მასზე ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენდი. იოჰანთან არც დარწმუნება, არც თხოვნა და არც ცრემლები არ მოქმედებდა.რომ არა ბავშვის უდიდესი ტალანტი და მუსიკისადმი გადაულახავი ლტოლვა, ასეთი მკაცრი მოპყრობა სამუდამოდ შეაჯავრებდა ლუდვიგს ხელოვნებას.
დედა- კარის მზარეული, ავადმყოფი ქალი, ერთადერთი ლუდვიგის მოყვარული და მეგობარი, ყოველთვის ვერ ახერხებდა შვილის დაცვას.
იოჰანი, სამეფო კარზე 6 წლის ლუდვიგის გამოსვლას აწყობს, მაგრამ ამ კონცერტს ისეთი წარმატება არ მოჰყოლია, როგორსაც მამა ელოდა. ამის შემდეგ, ლუდვიგი დედასთან ერთად ჰოლანდიაში მიდის , სადაც აღტაცებით იღებენ.
8 წლის ასაკში, პატარა ბეთჰოვენი პირველ სერიოზულ კონცერტს ქ. კელნში მართავს, რომელმაც დიდი წარმატებით ჩაიარა.კონცერტები სხვა ქალაქებშიც გაიმართა და ყველა – წარმატებით. ლუდვიგის წარმატებამ, იოჰანს აშკარად დაანახა, რომ იგი უკვე ვეღარაფერს შემატებს შვილის ცოდნას. მისი ეგოიზმი იქამდე მიდის, რომ ათი წლის ასაკში სკოლიდანაც კი გამოჰყავს. იოჰანის გართობას ფული სჭირდება, ასეთი ცხოვრებით გატანჯული და გაწამებული დედაც ავად ხდება და ლუდვიგიც იძულებულია მუშაობა დაიწყოს, სამეფო კარის კაპელაში ორღანისტად. “ის ჯერ კიდევ ბიჭია, ორი წელია ხელფასის გარეშე მუშაობს, უკრავს ორღანზე... კარგი მონაცემები აქვს” – ასე მოახსენეს ცამეტი წლის ბეთჰოვენზე ბონის მბრძანებელს. სამსახურში მიიღეს, მაგრამ მისი ანაზღაურება ძალიან დაბალი იყო, რადგან ბავშვს, როგორც ბავშვს ისე უხდიდნენ-ორჯერ ნაკლებს.
პატარა ლუდვიგზე მამის მოქმედებამ მძიმედ იმოქმედა და მან მტკიცე გადაწყვეტილებას მიიღო:“მე თვითონ მივაღწევ!”- და მართლაც აასრულა ჩანაფიქრი და არა მხოლოდ მუსიკის განხრით. მას ძლიერი ნება და ნათელი მისწრაფება აქვს. დასახული მიზნის მისაღწევად დღე და ღამე შრომობს. მისი ბავშვობა უფრო ხანმოკლეა, ვიდრე სხვა ბავშვების,- მძიმე და გაუხარელი. უცნაურმა სიდინჯემ და ჩაფიქრებულობამ, მისი ბუნებიდან მხიარულება და ცელქობა ნაადრევად გააძევა.
1799 წელს, ბონში ,საკარო მუსიკალური თეატრის ხელმძღვანელად ჩამოვიდა იოჰან გოტლობ ნეეფე, რომლის ჩამოსვლაც ყრმა ბეთჰოვენის მხატვრულად ჩამოყალიბების საქმეში გარდატეხას მოასწავებდა. ცნობილი კომპოზიტორი, ორღანზე ს ანთება დაეწყო, 1809-10 წწ. ციებცხელებამ შეიპყრო, მოკლედ სიცოცხლის ბოლო წლებში დამკვრელი,მწერალი-მუსიკოსი ნეეფე, ფართო საუნივერსიტეტო განათლებით გამოირჩეოდა. გერმანული განმანათლებლობის ტიპიური წარმომადგენელი, იგი უდიდეს ზეგავლენას ახდენდა ბეთჰოვენზე თავისი ესთეტიური შეხედულებებით: ნეეფე ლუდვიგს გაკვეთილებს აძლევს, აცნობს წარსულის უდიდეს გერმანელ კომპოზიტორებს. ი. ს. ბახის “კარგად ტემპერირებული კლავირის” ღრმა შესწავლამ მნიშვნელოვანი კვალი დააჩინა ბეთჰოვენის შემოქმედებას. ნეეფე გაზეთებში ბეთჰოვენზე წერს სტატიებს, ეხმარება პირველი ნაწარმოების გამოცემაში.მან გააცნო აგრეთვე ჰენდელის ნაწარმოებებიც. თუ ი. ს. ბახის ხელოვნების ფილოსოფიურმა საწყისმა, მისმა ინტენსიურმა მელოდიურმა განვითარებამ, გამომსახველმა პოლიფონიამ, მკაცრმა არქიტექტონიკამ, თავისებური გარდატეხა ჰპოვა ბეთჰოვენის მუსიკაში, განსაკუთრებით კი მისი შემოქმედების გვიანდელი პერიოდის ნაწარმოებებში, ჰენდელის გმირულმა სტილმა, მისი სიცოცხლის დამამკვიდრებელმა მსოფლმხედველობამ, ფორმის მონუმენტურობამ, ხმოვანების გრანდიოზულობამ, ზემოქმედების მასობრივმა ძალამ- ლუდვიგი თვითმყოფადი გახადა, რადგან ყოველივე ჩამოთვლილი მახლობელი აღმოჩნდა მისთვის. ინსტრუმენტული მუსიკის სფეროში მოღვაწე XVIII საუკუნის კომპოზიტორთაგან, გარდა ჰაიდნისა და მოცარტისა, ბეთჰოვენზე დიდი გავლენა მოახდინა ფ. ე. ბახმა-”ქარიშხლისა და შეტევის” ესთეტიკის ამ ერთ-ერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა.
ნეეფეს განსწავლულობა, სითამამე ცხოვრებისეულ საკითხებზე და ნიჭი, რაღა თქმა უნდა, რომ დიდ ზეგავლენას მოახდენდა მოსწავლეზე, რომელსაც სულ მალე თავისუფლად შეუძლია შეცვალოს ორღანისტი ნეეფე და მართლაც, მისი ბონიდან გამგზავრების შემდეგ, 1782 წელს, ბეთჰოვენმა შეცვალა ნეეფე, როგორც კარის ორღანისტი. ცამეტი წლის ასაკში იგი კლავისინისტად იყო ჩარიცხული კარის ორკესტრში, ხოლო ერთი წლის შემდეგ გადაყვანილ იქნა ორღანისტის თანაშემწედ და მუდმივი ხელფასი დაენიშნა.1827 წლის 27 მარტს ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი გარდაიცვალა.
წყარო: www.lemill.net
ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი
გენიალური ავსტრიელი კომპოზიტორის, მოცარტის ცხოვრება საოცარი და უჩვეულო იყო. მან მხოლოდ 36 წელი იცხოვრა, მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა კი საოცრად მდიდარი და მრავალფეროვანია. მან შექმნა 50-მდე სიმფონია, 19 ოპერა, სონატები, კვარტეტები, კვინტეტები და სხვა ჟანრის მრავალი ნაწარმოები.
ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი დაიბადა 1756 წლის 27 იანვარს, ძველებურ ძალიან ლამაზ მთაგორიან ქალაქ ზალცბურგში, მუსიკოსის ოჯახში. შეამჩნია თუ არა მამამ შვილის ნიჭი, მაშინვე შეუდგა მის მეცადინეობას. 4 წლის ვოლფგანგი უკვე საკლავისინო კონცერტის შეთხზვას ცდილობს. მამა გადაწყვეტს ბიჭისა და ქალიშვილის საკონცერტო მოგზაურობაში წაყვანას. 6 წლის მუსიკოსი მიემგზავრება მსოფლიოს დასაპყრობად. მოცარტების ოჯახი ეწვია ჯერ მიუნხენს, ვენას, შემდეგ პარიზს, ლონდონს, ამსტერდამს, ჟენევას.მოგზაურობა რომელიც 4 წელს გრძელდებოდა ტრიუმფალურ სვლად იქცა. ვოლფგანგს XVII საუკუნის სასწაულს უწოდებდნენ. მოცარტების სახელმოხვეჭილი, ბედნიერი, მაგრამ დაღლილი ოჯახი მშობლიურ ზალცბურგში 1766 წელს დაბრუნდა. მაგრამ სანატრელი დასვენება დიდხანს არ გაგრძელებულა. მამა შეუდგა შვილის მზადებას ახალი გამოსვლებისათვის. დაიწყო გაძლიერებული მეცადინეობა კომპოზიციაში, მუშაობდა საკონცერტო არიებზეც. ვოლფგანგი სწავლობდა აგრეთვე არითმეტიკას, გეოგრაფიას, ხატვას, ისტორიას, უცხოენებიდან: ფრანგულს, ინგლისურს, ლათინურს, იტალიურს. მამამ გადაწყვიტა შვილი იტალიაში წაეყვანა. სამი წლის განმავლობაში (1770 – 1773) მამა და შვილი ეწვივნენ რომს, მილანს, ნეაპოლს, ვენეციას, ამჯერად უკვე 14 წლის მუსიკოსი მეორედ განიცდიდა ტრიუმფს. იტალიაში ყოფნის დროს მან გააფართოვა თავისი ცოდნა. წარმატებებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. უკან დაბრუნებულებს ქალაქი გულცივად დახვდათ. მოხუცი თავადი, რომელიც მოწყალებით იყო განწყობილი მოცარტების მიმართ, გარდაიცვალა. ზალცბურგის ახალი მმართველი კი ძალაუფლების მოყვარე და სასტიკი აღმოჩნდა. გრაფის თვალში მოცარტი ჩვეულებრივი მოსამსახურე იყო, იგი მოცარტისგან სრულ მორჩილებას მოითხოვდა. მოსამსახურის მდგომარეობა შეურაცხყოფდა მას, ამიტომ იგი დედათან ერთად პარიზში გაემგზავრა. ამ დროს ის უკვე 22 წლისიყო. თავს იმით ირჩენდა, რომ მუსიკის გაკვეთილებს ატარებდა. ამას დაემატა დედის ავადმყოფობა და სიკვდილი. სასოწარკვეთილი მოცარტი ზალცბურგში ბრუნდება. გრაფი კოლორედი მას დიდი სისასტიკით ექცეოდა, ამცირებდა, მოსამსახურეებთან ერთად ასადილებდა.თანამედროვე სამედიცინო კვლევის მიხედვით მოცარტის სიკვდილის მიზეზი, მის ბავშვობაში ექიმების, ავადმყოფობის წინააღმდეგ არასწორი მოქმედებაა დადგენილი, რამაც მოგვიანებით გულისა და სხვა ორგანოების ფუნქციის მოშლა გამოიწვია.
ცნობილია აგრეთვე ვერსიაც, რომ იგი მოწამლეს. ამას თვით მოცარტი ბოლო შეხვედრის დროს, თავის მეუღლეს, კონსტანცა ვებერს ეუბნება, რომ იგი დარწმუნებულია იმაში, რომ მოწამლეს.
მოცარტი დასაფლავებულია ვენაში, წმ. მარქსერის სასაფლაოზე.
წყარო: http://ninnaka.wordpress.com
ანტონიო ვივალდი
ანტონიო ვივალდი დაიბადა 1678 წლის მარტს, ქალაქ ვენეციაში. პატარა ანტონიო დაბადებისთანავე მონათლეს. მეკვლევართა ვარაუდით, ახალშობილს ან ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა ან ეს დაკავშირებული იყო იმ მიწისძვრასთან, რომელიც ვივალდის დაბადების დღეს არყევდა ქალაქს. თუმცა, საეკლესიო ნათლობა მოხდა მისი დაბადებიდან ორი თვის შემდეგ.
ვიოლინოზე დაკვრა ანტონიომ მამისგან, ჯოვანი ბატისტასგან ისწავლა. ჯოვანი ბატისტა იყო ერთ-ერთი Sovvegno dei musicisti di Santa Cecilia-ს დამაარსებელი, რომელიც წარმოადგენდა მუსიკოსთა და კომპოზიტორთა ერთგვარ პროფესიულ გაერთიანებას. ამ ასოციაციის პრეზიდენტი იყო ჯოფანი ლეგრენზი, სან-მარკოს ბაზილიკის კაპელის მაესტრო, რომელმაც ადრეულ ასაკშივე უწინასწარმეტყველა პატარა ანტონიოს დიდი მუსიკალური მომავალი. როგორც ჩანს ვივალდის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მან ვერ შეძლო დაუფლებოდა სასულე ინსტრუმენტებზე დაკვრას, სუნთქვის უკმარისობის გამო.
15 წლის ასაკში, 1693 წელს მან სწავლა დაიწყო სასულიერო სასწავლებელში და მაშინ მისი მიზანი იყო გამხდარიყო მღვდელი. 1703 წელს, 25 წლის ასაკში ის ეკურთხა კიდეც მღვდლად და მაშინ მისი მეტსახელი იყო Prete Rosso, ანუ "წითელი მღვდელი", სავარაუდოდ მისი წითელი თმების გამო. ცოტა მოგვიანებით, დაახლოებით 1704 წელს, მას თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უარი ეთქვა სადღესასწაულო ლიტურღიის ჩატარებაზე. აქედან მოყოლებული ის თანდათან ჩამოცილდა აქტიურ პრაქტიკას, თუმცა მაინც რჩებოდა მღვდლად.
Ospedale della Pietà-ში, 1703 წლის სექტემბერში ვივალდი გახდა Ospedale della Pietà-ს თავშესაფარში maestro di violino (ვიოლინოს მასწავლებლად). ვენეციაში სულ 4 ასეთი დაწესებულება იყო. მათი მიზანი იყო მიეცათ განათლება და აღეზარდათ მიტოვებული, ობოლი და ღარიბი ოჯახის შვილები. ისინი ფინანსდებოდნენ რესპუბლიკის ფონდებიდან ვაჟები შეისწავლიდნენ ვაჭრობას და თავშესაფარს ტოვებდნენ 15 წლის ასაკში, ხოლო გოგონები კი ღებულობდნენ მუსიკალურ განათლებას და ყველაზე ნიჭიერები ხდებოდნენ Ospedale della Pietà-ს გუნდის და ორკესტრის წევრები.
ანტონიო ვივალდის ამ თანამდებობაზე დანიშვნიდან სულ მალე ობოლთა თავშესაფრის აღსაზრდელთა გუნდმა მოიპოვა დიდი სახელი და პატივისცემა რესპუბლიკის საზღვრებს გარეთაც. სწორედ ვივალდმა დაწერა მათი კონცერტების, კანტატების და სასულიერო მუსიკის უმეტესი ნაწილი. თუმცა კომპოზიტორის დამოკიდებულება Ospedale della Pietà-ს მმართველობასთან საკმაოდ დაძაბული იყო. მმართველთა საბჭო ყოველ წელს აწყობდა კენჭისყრას მასწავლებელთა არჩევის თაობაზე. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ვივალდის დატოვებაზე კენჭისყრა ყოველთვის დავით სრულდებოდა და 1709 წელს დიდმა კომპოზიტორმა დაკარგა ეს სამუშაო 7 ხმით 6-ის წინააღმდეგ. ხოლო ერთი წლის შემდეგ, როგორც შტატგარეშე მუსიკოსი კვლავ დააბრუნეს ოსპედალეში. როგორც ჩანს მმართველობა დარწმუნდა მის გენიალობაში. უკვე 1713 წელს ის გახდა ამ დაწესებულების მუსიკალურ შემოქმედებაზე პასუხისმგებელი. ხოლო 1716 წელს დააწინაურეს და მიიღო წოდება maestro di' concerti.
სწორედ ამ წლებში დაწერა ვივალდიმ თავისი მუსიკალური ნაწარმოებების უმრავლესობა, მათ შორის უამრავი ოპერა და კონცერტი.
1705 წელს გამოიცა მისი ნაწარმოებების პირველი კრებული Opus 1, რომელიც მოიცავდა ორი ვიოლინოს 12 სონატას. 1709 წელს გამოიცა მეორე კრებული Opus 2. 1718 წელს ვივალდმა დაიწყო მოგზაურობა. მიუხედავად მისი ხშირი მოგზაურობისა Ospedale della Pietà თანახმა იყო მისთვის ხელფასი გადაეხადა, თუკი კომპოზიტორი მათ დაუწერდა თვეში ორ კონცერტს და ჩაატარებდა მეცადინეობას ხუთჯერ მაინც იმ დროს, როცა ვენეციაში იმყოფებოდა. ანგარიშსწორების ფურცლები გვაუწყებენ, რომ მან 1723-1733 წწ-ში მას 140 კონცერტის დაწერა აუნაზღაურეს. ოპერის იმპრესარიო მე-18 საუკუნის ვენეციაში ოპერა იყო ყველაზე უფრო პოპულარული მუსიკალური სანახაობა და მისი წერაც კომპოზიტორისათვისაც ძალზედ მომგებიანი იყო. არსებობდა რამდენიმე თეატრი, რომლებიც მუდმივ კონკურენციაში იყვნენ ერთმანეთთან. ვივალდის პირველი ოპერა Ottone in villa დაიდგა 1713 წელს არა ვენეციაში არამედ განზერიაში ვიჩენცას თეატრში. მომდევნო წელს ვივალდმა უკვე ვენეციაში გადმოინაცვლა და გახდა Sant'Angel-ოს თეატრის იმპრესარიო, სადაც დაიდგა მისი ოპერა Orlando finto pazzo (RV 727). თუმცა ეს ოპერა ვერ პასუხობდა იმდროინდელი მაყურებლის მოთხოვნებს, ამიტომაც ორი კვირის შემდეგ ვივალდი იძულებული გახდა მოეხსნა იგი თეატრის რეპერტუარიდან და შეეცვალა იმ დროისათვის უფრო პოპულარული წარმოდგენით. 1715 წელს მან მაყურებელს წარუდგინა ოპერა Nerone fatto Cesare (RV 724, დაკარგულია). ეს იყო შვიდი კომპოზიტორის შექმნილი ოპერა, სადაც ვივალდი იყო ლიდერი. ამჯერად ოპერას დიდი წარმატება ხვდა წილად.
1716 წელს ვივალდმა დაწერა კიდევ ორი ოპერა L'incoronazione di Dario (RV 719) და La costanza trionfante degli amori e degli odi (RV 706). უკანასკნელი მათგანი იმდენად პოპულარული გახდა რომ ორი წლის შემდეგ უკვე სახელშესვლილი და გადამუშავებული Artabano re dei Parti (RV 701, დაკარგულია) იდგმებოდა სხვადასხვა თეატრების სცენებზე და საბოლოოდ 1732 წელს პრაღაშიც კი დაიდგა. სწორედ ამ პერიოდში დაწერა ანტონიო ვივალდიმ ცნობილი წელიწადის დროები, რომელიც წარმოადგენს ვიოლინოს 4 კონცერტს. როგორც ირკვევა ამ მუსიკის დაწერის შთაგონების წყაროს წარმოადგენდა მანტუას ირგვლივ მდებარე ლამაზი სოფლის გარემო. ამ ნაწარმოებმა მოახდინა რევოლუცია მუსიკალურ კონცეფციაში. მათში გენიალურმა კომპოზიტორმა ნათლად დახატა ნაკადულის ჩხრიალი, ჩიტების ჭიკჭიკი, ძაღლების ყაფა, მეცხვარეთა შეძახილები, შტორმი, წყნარი ღამეები, გაყინული პიეზაჟები, ცეცხლის ციალი. ყველა ეს სცენა თვალნათლივ წარმოგვიდგება ხოლმე ამ გენიალური მუსიკის მოსმენისას.
თავისი კარიერის ზენიტში კომპოზიტორმა დაწერა საქორწილო კანტანტა Gloria e Imeneo (RV 687), სპეციალურად ლუი XV-ის ქორწინებისადმი მიძღვნილი და La Cetra მიძღვნილი იმპერატორჩარლზ VI-სადმი. 1728 წელს ის პირადად შეხვდა იმპერატორს ტრიესტში, პორტის მშენებლობაზე ჩამოსულს. ჩარლზი ისე მოხიბლული იყო "წითელი მღვდლის" მუსიკით, რომ ის იმ დღეს იმაზე მეტი ესაუბრა კომპოზიტორს, ვიდრე ალბათ ყველა მინისტრს ორი წლის მანძილზე. მან ვივალდს მიანიჭა რაინდი წოდება, ოქროს მედალი და მიიწვია ვენაში. თავის მხრივ კომპოზიტორმა იმპერატორს გადასცა La Cetra-ს ხელნაწერის ასლი.
1730 წელს მამის თანხლებით ვივალდი მოგზაურობს ვენასა და პრაღაში, სადაც დაიდგა მისი ოპერა Farnace. იმ პერიოდის სხვა კომპოზიტორთა მსგავსად ვივალდიც სიცოცხლის ბოლო წლებში განიცდიდა ფინანსურ გაჭირვებას. მისი ნაწარმოებები უკვე აღარ სარგებლობდნენ პოპულარობით, მუსიკალური გემოვნების ცვალებადობამ ისინი მალე მოდიდან გადასული გახადა. რის გამოც ვივალდი იძულებული გახდა თავის ხელნაწერთა უმრავლესობა მეტად დაბალ ფასში გაეყიდა, რათა ვენაში თავისი ცხოვრება უზრუნველეყო. დღემდე უცნობია ვივალდის ვენეციიდან წასვლის მიზეზი. თუმცა მკვლევართა ნაწილი ვარაუდობა, რომ იგი ვენაში იმპერატორთან შესახვედრად გაემგზავრა, თუმც მისი ვენაში ჩასვლიდან მოკლე ხანში იმპერატორი გარდაიცვალა. უიღბლობის ამ მძიმე დარტყმამ კომპოზიტორი ვენაში შემოსავლის წყაროსა და იმპერატორის მფარველობის გარეშე დატოვა. ვივალდი გარდაიცვალა 1741 წლის 27 ან 28 ივლისს შინაგანი ორგანოების ინფექციით, ნაქირავებ სახლში. 28 ივლისს დაკრძალეს ღარიბთა საავადმყოფოს ეზოში,რომელიც მდებარეობდა წმინდა კარლის სახელობის ეკლესიასთან. ამ სასაფლაოზე ასაფლავებდნენ სიკვდილმისჯილ დამნაშავეებსაც. იმის გამო რომ ეს სასაფლაო 1783 წელს დაიხურა, შეუძლებელია იმის დადგენა, თუ სად არის დაკრძალული ა. ვივალდი. 1815 და 1818წლებში იმ ტერიტორიაზე, სადაც სასაფლაო იყო, აშენდა ვენის ტექნიკური უნივერსიტეტი. 1978 წელს, ანტონიო ვივალდის დაბადებიდან 300 წლისთავთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის წინ დაიდგა მემორიალური დაფა, რათა უკვდავეყოთ ბაროკოს ეპოქის დიდი კომპოზიტორის სახელი.
წყარო: ka.wikipedia.org
წყარო: ka.wikipedia.org
ფრანც პეტერ შუბერტი
ფრანც პეტერ შუბერტი ავსტრიელი კომპოზიტორია, დაიბადა 1797 წელს ვენის მახლობლად, ლიხტენთალში, პედაგოგის ოჯახში. მათ ძალიან უყვარდათ მუსიკა. ხშირად მართავდნენ მუსიკალურ საღამოებს, სადაც მამა უკრავდა ვიოლინოზე , ხოლო ფრანცის ძმები სხვადასხვა ინსტრუმენტებზე, რასაც პატარა ფრანცის მუსიკალურ განვითარებაზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ოჯახში, სიმებიან კვარტეტში, ფრანცი უკრავდა ალტზე, აგრეთვე, ასრულებდა მუსიკალურ ნაწარმოებებს ვიოლინოსა და ფორტეპიანოზე. ფრანცს ბავშვობიდანვე აღმოაჩნდა შესანიშნავი ხმა. იგი მღეროდა საეკლესიო გუნდში, სადაც ასრულებდა რთულ სოლო პარტიებს. 11 წლის ასაკში მიაბარეს კონვიქტში, სადაც ამზადებდნენ ეკლესიის მომღერლებს. სკოლაში უკრავდა მოსწავლეთა ორკესტრში, პირველ ვიოლინოზე,ხანდახან ასრულებდა დირიჟორის მოვალეობასაც. ბავშვობიდანვე ეზიარა მოცარტისა და ბეთჰოვენის შედევრებს.
სკოლაში სწავლების პერიოდში შუბერტი ქმნის თავის პირველ ნაწარმოებებს -ფანტაზიას ფორტეპიანოსათვის. პატარა კომპოზიტორის ნიჭს ყურადღება მიაქცია გამოჩენილმა კომპოზიტორმა ანტონიო სალიერიმ.
შუბერტის მამას აშფოთებდა შვილის სერიოზული გატაცება მუსიკით, მისი სურვილი იყო ფრანცი მასწავლებელი გამოსულიყო, რის გამოც, მამასა და შვილს შორის მოხდა განხეთქილება და შუბერტმა დატოვა კონვიქტი.
ოჯახიდან გაძევებული შუბერტი რამოდენიმე ხანს ცხოვრობს თავის მეგობრებთან. ისინი ერთად არჩევდნენ და მსჯელობდნენ წარსულ და თანამედროვე ეპოქის მოწინავე მხატვრულ ნაწარმოებებზე. აწყობდნენ საღამოებს. ეს საღამოები “შუბერტიადის” სახელწოდებით შევიდა მუსიკის ისტორიაში, სადაც სრულდებოდა მისი ვალსები, ეკოსეზები, ლენდლერები და სიმღერები,რომელსაც ხშირად თვითონ კომპოზიტორი ასრულებდა.
ამ პერიოდში შუბერტი ქმნის სიმფონიებს, სონატებს ფორტეპიანოსათვის, კვარტეტებს კვინტეტებს, ოპერებს, მესებს.
1828 წელს მისი მეგობრების თაოსნობით შედგა ერთადერთი კონცერტი , სადაც შესრულდა მხოლოდ მისი ნაწარმოებები, რომელმაც კომპოზიტორს დიდი წარმატება და სახელი მოუტანა.
31 წლის ასაკში მოულოდნელად ტიფით გახდა ავად და გარდაიცვალა1828 წელს, დაკრძალულია ვენაში.
იმდროინდელმა პოეტმა გრილპარცერმა შუბერტის საფლავზე ასეთი წარწერა დატოვა:” სიკვდილმა დამარხა მდიდარი განძი და შესანიშნავი იმედები”.
წყარო: www.lemill.net
ფელიქს მენდელსონ-ბართოლდი
ფელიქს მენდელსონ-ბართოლდი (გერმ. Felix Mendelssohn, სრული სახელი Jakob Ludwig Felix Mendelssohn Bartholdy — იაოკობ ლუდვიგ ფელიქს მენდელსონ–ბართოლდი); (დ. 3 თებერვალი, 1809 – გ. 4 ნოემბერი, 1847) — ებრაული წარმოშობის გერმანელი კომპოზიტორი, მუსიკაშირომანტიკული მიმართულების წარმომადგენელი, განთქმული"საქორწინო მარშის" ავტორი.
მე-19 საუკუნის რომანტიკოს კომპოზიტორთა შორის თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ფელიქს მენდელსონს. იგი არა მარტო ცნობილი კომპოზიტორია, არამედ თავისი დროის გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე, დირიჟორი, პიანისტი, ორღანოზე დამკვრელი.
მართალია მენდელსონის მხატვრული სახის ჩამოყალიბებაზე დიდი ზეგავლენა მოამზადა რომანტიკულმა ხელოვნებამ, მაგრამ იგი მაინც მიისწრაფოდა კლასიკურად დახვეწილი ფორმებისაკენ და რაც მთავარია, თვით რომანტიკული სახეების ბუნება მენდელსონის შემოქმედებითი ინტერესების ვიწრო დიაპაზონზე მეტყველებს.
მენდელსონის ნაწარმოებთა ძირითადი თემატიკა დაკავშირებულია ზღაპრულ-ფანტასტიკურ სიუჟეტებთან, ბუნების სურათებთან, მაგრამ მენდელსონის შემოქმედებაში ეს თემატიკა არ ექვემდებარებოდა რომელიმე მოწინავე იდეას, მაგ: პატრიოტულ მოტივს, გმირულ პათოსს და სხვა ამგვარს. მენდელსონის შემოქმედებითი დიაპაზონი ბუნების სურათებით, რომანტიკული პეიზაჟის ვიწრო ჩარჩოთი შემოისაზღვრებოდა. იგი მოკლებულია მძაფრ დრამატულ განვითარებას, ფილოსოფიურ სიღრმეს, ფსიქოლოგიურ დაძაბულობას, მკაფიო ნოვატორობას.
მენდელსონის მუსიკალური მემკვიდრეობა არ არის თანაბარი მხატვრული ღირებულების თვალსაზრისის, თუმცა მისი ცალკეტული ნაწარმოები რომანტიკულ ხელოვნების თვალსაჩინო ნიმუშთა რიცხვს მიეკუთვნება. ასეთია მაგალითად მისი უვერტიურა სიზმარი ზაფხულის ღამით, შოტლანდიური სიმფონია, სავიოლინო კონცერტი, უსიტყვო სიმღერებიფორტეპიანოსათვის და სხვა.
ხსენებული ნაწარმოებების გარდა მენდელსონის მუსიკალურ მემკვიდრეობას შეადგენს სხვადასხვა ჟანრისა და ფორმის ნაწარმოებები: 5 სიმფონია, მათ შორის რეფორმაციული,შოტლანდიური და იტალიური. 10 უვერტიურა, მათ შორის:ზღვის სიმშვიდე და ბედნიერი ცურვა, ჰებრიდები, ანუ იგივეფინგალის გამოქვაბული, მშვენიერი მელუზინა, სიზმარი ზაფხულის რიუ-ბლაზი, 2 საფორტეპიანო და ერთი სავიოლინო კონცერტები; მრავალრიცხოვანი კამერული ანსამბლები, ზინგშპილები, საგუნდო ნაწარმოებები, კანტატები, 2 ორატორია: ილია და პავლე, მუსიკა დრამებისათვის, მრავალრიცხოვანი საფორტეპიანო პიესები, მათ შჰორის უკვე აღნიშნული, მეტად პოპულარული 48 უსიტყვო სიმღერა,ბრწყინვალე კაპრიჩიო ფორტეპიანოსატვის ორკესრტრთან ერთად, მრავალრიცხოვანი ანსამბლები.
ფელიქს მენდელსონ-ბარტოლდი დაიბადა გერმანიის ქალაქ ჰამბურგში 1809 წელს, მდიდარი და ამასთანავე განათლებული ებრაელი ბანკირის ოჯახში, სადაც ხელოვნებისა და ლიტერატურის თაყვენისცემის ატმოსფერო სუფევდა. ასე რომ მისი პოროვნების ჩამოყალიბებისათვის იდეალური პირობები იყო შექმნილი. ამ გარემოებამ თავისებური ანაბეჭდი დაადო მთელ მის პირად ცხოვრებას. მთელი სიცოცხლის მანძილზემენდელსონს არ განუცდია მატერიალური გაჭირვება. მან ბრწინვალე მუსიკალური და ზოგადი განათლება მიიღო. გარემო წრემ და აღზრდის პირობებმა აგრეთვე მნიშვნელოვნად შეუწყეს ხელი მის ზოგად განვითარებას. მენდელსონის ოჯახში, ბერლინში, ხშირად იკრიბებოდნენ გერმანული ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლები: მწერლები, კომპოზიტორები, მეცნიერები, ასე, რომ, მენდელსონი ბავშვობიდანვე დაუახლოვდა ჰაინეს, გოეთეს, ვებერს და მრავალ სხვა გამოჩენილ თანამედროვე მოღვაწეს. ურთიერთობას ყოველ მათგანთან, ბინებრივია არ შეეძლო უშედეგოდ ჩაევლო. განსაკუთრებით დიდი იყო გოეთესთან ნაცნობისა და მეგობრობის როლი ჭაბუკი მენდელსონის სულიერ განვითარებაში. ბავშვობიდანვე მიიღო მენდელსონმა სერიოზული მუსიკალური განათლება. ფორტეპიანოზე დაკვრას მას ასწავლიდა მრავალმხრივი მუსიკოსი, პიანისტი და კომპოზიტორი ბერგერი, კლემენტის მოწაფე, თეორიულ საგნებში კი ბერლინის სასიმღერო კაპელის ხელმძღვანელი, გოეთეს მეგობარი კარლ ფრიდრიხკალტერი. ამასთან ერთად მან დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური განხრით. 9 წლიდან მენდელსონი გამოდიოდა საკონცერტო ესტრადაზე, სადაც ხშირად საკუთარ ნაწარმოებსაც ასრულებდა. მენდელსონმა ბავშვობიდანვე გაითქვა სახელი, როგორც დახელოვნებულმა მუსიკოსმა შემსრულებელმა.
17 წლის ასაკში, მენდელსონი ქმნის თავის ერთ-ერთ საუკეტესო ნაწარმოებს - უვერტიურას სიზმარი ზაფხულის ღამით, შექსპირის ერთსახელიანი კომედიისათვის, რომელმაც მუსიკალური ხელოვნების ისტორიაში საუკეტესო ქმნილებათა შორის დაიკავა ადგილი.
მენდელსონი ნაყოფიერ მუსიკალურ საზოგადობრივ მოღვაწეობას ეწეოდა როგორც დირიჟორი და შემსრულებელი. იგი ფართო პროპაგანდას უწევდა კლასიკოსთა საუკეთესო ქმნილებებს. ასე მაგ. 1829 წელს მისი ინიციატივით და მისივე ხელმძღვანელობით პირველად შესრულდა ამ უდიდესი ხელოვანის შემოქმედებისადმი, რომელიც მივიწყებას იყო მიცემული.
1829-32 წლებში ცნობილია მენდელსონის შემოქმედებაში, როგორც მოგზაურობის წლები. იგი ესტუმრა ინგლისს, შოტლანდიას, საფრანგეთს, იტალიას. მოგზაურობის მდიდარმა შთაბეჭდილებებმა გამოხატულება ჰპოვეს მის ნაწარმოებებშიშოტლანდიური, იტალირუი, სიმფონიებში, უვერტიურაშიფინგალის გამოქვაბული, უსიტყვო სიმღერების 1 რვეულში.
30-40-იან წლებში მენდელსონის მოღვაწეობის აყვავების ხანაა, ფართოდ იშლება მისი საგანმანათლებლო მოღვაწეობა. ჯერ დიუსელდორფში (1833 წლიდან) შემდეგ კი ლაიფციგში. მრავალი წლის მანძილზე მენდელსონი ლაიფციგის ფილარმონიის სათავეში იდგა. 1835 წლიდან მას გევანდჰაუსის კონცერტების დირიჟორის საპატიო თანამდებობა ეკავა.
მისი მოღვაწეობის ხანაში გევანდჰაუზის ორკესტრი ევროპის საუკეთესო საშემსრულებლო კოლექტივთა რიცხვსჰი ჩადგა და ეს სახელი დღემდე შეინარჩუნა. ამ კონცერტებზე ჟღერდა ნაწარმოებები, რომლებიც იშვიათად სრულდებოდა. მაგ. ჰენდელის ორატორიები, ჰაიდნის სიმფონიები და ორატორიები, ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია, შუბერტის სიმფონია NO. 8 და მრავალი სხვა. ამ კონცერტებში მონაწილეობას იღებდნენ უდიდესი მუსიკოსები: შუმანი, კლარა ეიკი, შოპენი, ბერლიოზი.
მენდელსონის როგორც დიდი განმანათლებისა და საზოგადო მოღვაწის უდიდესი დამსახურება ლაიფციგის კონსერვატორიის დაარსებაში მდგომარეობს. კონსერვატორია გაიხსნა 1843 წელს, ეს იყო პირველი უმაღლესი მუსიკალური სასწავლებელი გერმანიაში. ამ ფაქტმა დიდი ზეგავლენა მოახდინა კონცერვატორიების გახსნაზე სხვა ქვეყნებშიც. კერძოდ რუსეთში (მაგ. პეტერბურგის კონცერვატორია, რომელიც რუბინშტეინის მიერ 1862 წ. დაარსდა).
ლაიფციგის კონსერვატორიაში ყურადღება გამახვილებული იყო კლასიკური მუსიკის საფუძვლების ცოდნაზე. იგი მიზნად ისახავდა მაღალპროფესიული მუსიკოსების აღზრდას და საერთოდ გერმანული საზოგადოების კულტურული დონის ამაღლებას. რამდენადმე გვიან კონსერვატორიამ დაკარგა თავისი პროგრესიული მნიშვნელობა და მშრალი აკადემიზმის ცენტრად იქცა.
მართალია მენდელსონი დიდად იყო დატვირთული, მაგრამ იგი მაინც აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა. შემოქმედებითი გზის უკანასკნელი ათწლეული კი განსაკუთრებით ნაყოფიერია მის ბიოგრაფიაში. სწორედ ამ წლებში იქნა შექმნილი მაჭალმხატვრული ნაწარმოებები:შოტლანდიური სიმფონია, სავიოლინო კონცერტი, ორატორიები: პავლე და ილია, მუსიკა შექსპირის კომედიისათვის - სიზმარი ზაფხულის ღამით.
მე-19 საუკუნის 40-იან წლებში გერმანულ მუსიკალურ ცხოვრებაში მენდელსონმა მეტად დიდი და პროგრესიული როლი შეასრულა. მით უფრო საგრძნობი იყო მუსიკალური კულტურისათვის მისი უდროო გარდაცვალება 38 წლის ასაკში, 1847 წელს, მოღვაწეობის აყვავების ხანაში.
გეორგ ფრიდრიხ ჰენდელი
გეორგ ფრიდრიხ ჰენდელი (23 თებერვალი 1685, 14 აპრილი 1759) ბაროკოს ეპოქის კომპოზიტორი,ის შემოქმედებაში შდის 40 ოპერა და 25 ორატორია. მათ შორის უმნიშვნელოვანესი ორატორიაა ,,მესია'',საეკლესიო ქორალები,საორგანო კონცერტები და მრავალრიცხვოვანი გასართობი სახის ნაწარმოებები. ჰენდელის შემოქმედება იმდროინდელი მუსიკის თითქმის ყველა ჟანრს მოიცავს. მან ცხოვრების დიდი ნაწილი ბრიტანეთში გაატარა.8 წლის ასაკიდან ჰენდელი იღებს მუსიკის გაკვეთილებს სხვადასხვა ინსტრუმენტებზე: ჰობოი, ვიოლინო, ორგანი. იგი თავიდანვე დიდი ტალანტით გამოირჩეოდა. მას მუსიკის პედაგოგისგან განსაკუთრებით პატარა ვოკალური ნაწარმოებები და ყოველკვირეულად მოტეტის წერა ევალებოდა, რამაც ძალიან დიდი როლი ითამაშა მის შემოქმედებაში.
1702 წელს ჰენდელი იწყებს სამართალმცოდნობის სწავლას ჰალეში, ამავე წელს იგი ხდება ჰალეს მთავარი ტაძრის ორგანისტი.
ჰამბურგი [რედაქტირება]
1703 წელს იგი გადადის ჰამბურგში, სადაც გერმანული ოპერა რაინჰარდ კაიზერის მეშვეობით აღმავლობას განიცდის. ჰენდელი ჯერ მეორე მევიოლინეთ, ხოლო შემდეგ ჩემბალისტად იწყებს ჰამბურგში მუშობას.
ჰამბურგში იგი უმეგობრდება ცნობილ კომპოზიტორ, დირიჟორ და მომღერალ იოჰან მატესონს. როდესაც ლიუბეკის მთავარი ორგანისტი და ცნობილი კომპოზიტორი დიტრიხ ბუქსტეჰუდე წლოვანების გამო პენსიაზე გავიდა, მატესონი და ჰენდელი მიემგზავრებიან მასთან სტუმრად, მაგრამ მის თანამდებობის დაკავებისთვის არცერთს არ შეუთავაზებია თავი. რადგან როგორც ცნობილია, ამ თანამდებობაზე მოსული პირი მის უფროს ქალიშვილზე უნდა დაქორწინებულიყო.
1705 წელს ჰამბურგში შედგა მისი პირველი ოპერის "ალმირას" პრემიერა, რასაც დიდი წარმატება მოჰყვა. ოპერა "ალმირაში" გაერთიანებულია გერმანული და იტალიური ოპერების ფორმა. თუმცა მატესონმა ოპერა მძლავრად გააკრიტიკა, ისინი მაინც მეგობრებად დარჩნენ.
"ალმირას" პრემიერას რამდენიმე კვირის შემდეგ მომდევნო ოპერის "ნერონის" პრემიერაც მოჰყვა, მაგრამ ამ უკანასკნელს წარმატება აღარ მოჰყოლია.
იტალია [რედაქტირება]
ჰენდელი, 1706 წელს ტოვებს ჰამბურგს და გადადის იტალიაში, სადაც იგი მოგზაურობს და თან სწავლობს. იტალიაში იგი ეზიარება იტალიურ ოპერას, რამაც მის მუსიკალურ შემოქმედებაზე უდიდესი როლი ითამაშა. ჰენდელი ხვდება მნიშვნელოვან კომპოზიტორებს არქანჯელო კორელის, ალესანდრო და დომენიკო სკარლატის, ანტონიო ლოტის. იტალიაში იწყება მისი აღმავლობა.
იგი იტალიაში ეცნობა მრავალ გავლენიან პიროვნებებს და აგრეთვე ჰანოვერის პრინც ავგუსტ-ს, გეორგ I-ის ძმას, რომლის კარზეც ჰანოვერში, ჰენდელი 1710 წლიდან კაპელმაისტერად ინიშნება.
ლონდონი - პირველი წლები (1710-1714) [რედაქტირება]
1710 წლის ნოემბერში იგი მიემგზავრება ლონდონში. ლონდონში ჰენდელი ქმნის ოპერას "რინალდო", რასაც წარმოუდგენელი შემოქმედებრივი და საზოგადოებრივი წარმატება მოჰყვა. 1711 წლის ივნისში, როდესაც "რინალდო" მეთხუტმეტეჯერ დაიდგა, ჰენდელი ბრუნდება ჰანოვერში.
1712 წელს იგი ისევ ბრუნდება ლონდონში, მაგრამ ამჯერად ლონდონი მისი სამუდამო საცხოვრებელი ხდება.
ამ პერიოდში იგი ქმნის ოპერას ბრიტანეთის დედოფალ ანასთვის, რომელმაც ჰენდელი, მთელი ცხოვრების მანძილზე, ყოველწლიური ფულადი პრემიით, 200 სტერლინგით დააჯილდოვა. 1714 წელს ჰენდელი მადლობის ნიშნად დედოფალ ანას ოდას "დედოფალ ანას დაბადების დღის აღსანიშნავად" უძღვნის.
ლონდონი - 1714-1752 წლები [რედაქტირება]
1714 წელს ბრიტანეთის მეფე ხდება გეორგ I, ჰანოვერის იმპერატორი. იმ დროს უკვე ლონდონში გადასული ჰენდელი, ხდება კარის მუსიკოსი და პრინცესა კაროლინასგან იგი იღებს დამატებით წლიურ შემოსავალს, 200 სტერლინგს.
ჰენდელი მეფე გეორგ I-სთვის ქმნის უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებს "წყლის" მუსიკას, რომელიც შემდეგ დღესასწაულებზე სრულდებოდა.
1720 წელს ჰენდელი ხდება სამეფო სამუსიკო აკადემიის დირექტორი. მის შესაძლებლობაში იყო მთელი კონტინენტიდან მოეწვია ცნობილი მომღერლები.
მისმა ოპერამ "რადამისტომ", რომელიც ჰენდელმა სპეციალურად აკადემიისთვის შექმნა, დიდი წარმატება მოიპოვა.
ჰენდელთან ერთად აკადემიში მოღვაწეობდნენ კომპოზიტორები ჯოვანი ბონონჩინი და ატილიო არიოსტო. აკადემიის პირველ წლებში მუსიკალური საზოგადოების აზრი ორად იყოფოდა. ბონონჩინი თავიდან მეტი წარმატებით სარგებლობდა. მესამე სეზონზე, ჰენდელის უმნიშვნელოვანესი ოპერები, "იულიუს კეისარი", "ტამერლანო" და "როდელინდა" იქნა დადგმული, რამაც ჰენდელის ავტორიტეტი დომინირებადი გახადა მუსიკალურ საზოგადოებაში. ეს ოპერები დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობენ. 1728 წელს, ფინანსური პრობლემების გამო აკადემია დაიხურა.
1726 წელს ჰენდელი ხდება ინგლისის მოქალაქე.
აკადემიის დახურვის შემდეგ, იგი ცდილობს ახალი აკადემიის გახსნას. აკადემიის ყოფილ დირექტორთან, ი.ი. ჰაიდეგერთან ერთად, ჰენდელი ხსნის "მეორე" აკადემიას. ჰენდელი მიემგზავრება იტალიაში მომღერლების მოასაწვევად.
ოპერა "ლოტარიოს", რომელიც "მეორე" აკადემიაში დაიდგა, დიდი წარმატება არ მოჰყოლია. ამის შემდეგ ჰენდელი მართავს ქოვენთ-გარდენის ახლად გახსნილ თეატრს, აქ იდგმება მისი ოპერები "არიოდანტე" და "ალცინა".
1737 წელს თეატრი გაკოტრდა. ამის შემდეგ ჰენდელის ჯანმრთელობა საგრძნოლად შეირყა, თუმცა მოკლე მკურნალობის შემდეგ, აახენში, იგი ისევ ადრინდელი ენერგიით განაგრძობს ახალი ნაწარმოებების ქმნას.
1741 წელს ჰენდელი ახალი ოპერით "დიადემია", უშედეგოდ ცდილობს ისევ დაუბრუნოს ოპერას წარმატება. 1742 წელს იგი ქმნის ორატორიას "მესია", რომლის პრემიერაც დუბლინში შედგა. ამ მომენტიდან ჰენდელი აღარ დაბრუნებია ოპერას.
ჰენდელს უყვარდება პრინცესა. მას იჭერენ, თუმცა მეფის წყალობით ის სიკვდილს გადარჩა და გერმანიაში ბრუნდება, სადაც 1759 წელს ავადდება და შემდეგ კვდება.
Subscribe to:
Posts (Atom)