გენიალური ავსტრიელი კომპოზიტორის, მოცარტის ცხოვრება საოცარი და უჩვეულო იყო. მან მხოლოდ 36 წელი იცხოვრა, მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა კი საოცრად მდიდარი და მრავალფეროვანია. მან შექმნა 50-მდე სიმფონია, 19 ოპერა, სონატები, კვარტეტები, კვინტეტები და სხვა ჟანრის მრავალი ნაწარმოები.
ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი დაიბადა 1756 წლის 27 იანვარს, ძველებურ ძალიან ლამაზ მთაგორიან ქალაქ ზალცბურგში, მუსიკოსის ოჯახში. შეამჩნია თუ არა მამამ შვილის ნიჭი, მაშინვე შეუდგა მის მეცადინეობას. 4 წლის ვოლფგანგი უკვე საკლავისინო კონცერტის შეთხზვას ცდილობს. მამა გადაწყვეტს ბიჭისა და ქალიშვილის საკონცერტო მოგზაურობაში წაყვანას. 6 წლის მუსიკოსი მიემგზავრება მსოფლიოს დასაპყრობად. მოცარტების ოჯახი ეწვია ჯერ მიუნხენს, ვენას, შემდეგ პარიზს, ლონდონს, ამსტერდამს, ჟენევას.მოგზაურობა რომელიც 4 წელს გრძელდებოდა ტრიუმფალურ სვლად იქცა. ვოლფგანგს XVII საუკუნის სასწაულს უწოდებდნენ. მოცარტების სახელმოხვეჭილი, ბედნიერი, მაგრამ დაღლილი ოჯახი მშობლიურ ზალცბურგში 1766 წელს დაბრუნდა. მაგრამ სანატრელი დასვენება დიდხანს არ გაგრძელებულა. მამა შეუდგა შვილის მზადებას ახალი გამოსვლებისათვის. დაიწყო გაძლიერებული მეცადინეობა კომპოზიციაში, მუშაობდა საკონცერტო არიებზეც. ვოლფგანგი სწავლობდა აგრეთვე არითმეტიკას, გეოგრაფიას, ხატვას, ისტორიას, უცხოენებიდან: ფრანგულს, ინგლისურს, ლათინურს, იტალიურს. მამამ გადაწყვიტა შვილი იტალიაში წაეყვანა. სამი წლის განმავლობაში (1770 – 1773) მამა და შვილი ეწვივნენ რომს, მილანს, ნეაპოლს, ვენეციას, ამჯერად უკვე 14 წლის მუსიკოსი მეორედ განიცდიდა ტრიუმფს. იტალიაში ყოფნის დროს მან გააფართოვა თავისი ცოდნა. წარმატებებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. უკან დაბრუნებულებს ქალაქი გულცივად დახვდათ. მოხუცი თავადი, რომელიც მოწყალებით იყო განწყობილი მოცარტების მიმართ, გარდაიცვალა. ზალცბურგის ახალი მმართველი კი ძალაუფლების მოყვარე და სასტიკი აღმოჩნდა. გრაფის თვალში მოცარტი ჩვეულებრივი მოსამსახურე იყო, იგი მოცარტისგან სრულ მორჩილებას მოითხოვდა. მოსამსახურის მდგომარეობა შეურაცხყოფდა მას, ამიტომ იგი დედათან ერთად პარიზში გაემგზავრა. ამ დროს ის უკვე 22 წლისიყო. თავს იმით ირჩენდა, რომ მუსიკის გაკვეთილებს ატარებდა. ამას დაემატა დედის ავადმყოფობა და სიკვდილი. სასოწარკვეთილი მოცარტი ზალცბურგში ბრუნდება. გრაფი კოლორედი მას დიდი სისასტიკით ექცეოდა, ამცირებდა, მოსამსახურეებთან ერთად ასადილებდა.თანამედროვე სამედიცინო კვლევის მიხედვით მოცარტის სიკვდილის მიზეზი, მის ბავშვობაში ექიმების, ავადმყოფობის წინააღმდეგ არასწორი მოქმედებაა დადგენილი, რამაც მოგვიანებით გულისა და სხვა ორგანოების ფუნქციის მოშლა გამოიწვია.
ცნობილია აგრეთვე ვერსიაც, რომ იგი მოწამლეს. ამას თვით მოცარტი ბოლო შეხვედრის დროს, თავის მეუღლეს, კონსტანცა ვებერს ეუბნება, რომ იგი დარწმუნებულია იმაში, რომ მოწამლეს.
მოცარტი დასაფლავებულია ვენაში, წმ. მარქსერის სასაფლაოზე.
წყარო: http://ninnaka.wordpress.com
No comments:
Post a Comment