Wednesday, January 23, 2013

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი


ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი  ბეთჰოვენთა გვარი , წარმოშობით ფლამანდიურია, რაზეც გვარს დართული წინსართი “ვან” მიუთითებს.ბონში 1732წელს დასახლდნენ. 
1770 წლის 16 დეკემბერს,(სავარაუდოდ), გერმანიის პატარა ქალაქ ბონში, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი დაიბადა და მეორე დღესვე მოუნათლავთ.
ბაბუა, ლუდვიგ ბეთჰოვენი- ვიოლინოზე უკრავდა და პარალელურად  მეფისნაცვალის კარის კაპელაში მღეროდა, შემდგომში კი იგი ამავე კაპელის კაპელმეისტერი გახდა. მრავალი წლის განმავლობაში გადანახული ფულით იწყებს    ღვინით ვაჭრობას და მალე მდიდრდება. მას სამი შვილი ჰყავდა, რომელთაგანაც ორი პატარაობისას გარდაიცვალა; დარჩა მესამე -იოჰანი, ისიც ავადმყოფი,ზარმაცი, უხეირო. შემდგომში  მომღერალ- ტენორისტად  მუშაობდა  მამამისთან. იოჰან ვან ბეთჰოვენი-,რომელიც სიმღერას, მუსიკის თეორიასა და კლავისინზე დაკვრასაც ასწავლიდა, ნამდვილად ნიჭიერი, მაგრამ თავქარიანი და მერყევი ადამიანი იყო.
 მუსიკალური ნიჭი ლუდვიგმა ადრეულ ასაკში გამოავლინა, რამაც მამამისს დაუოკებელი სურვილი გაუჩინა, რაც შეიძლება მალე ეჩვენებინა მთელი ქვეყნისთვის “ბავშვი-საოცრება”, ამიტომ იგი თვითონ იწყებს ლუდვიგის მეცადინეობას, თუმცა სანიმუშო პედაგოგი არ იყო. ძალიან მკაცრი,  ცოტა უკმეხი მუსიკოსი, დარდიმანდი მამა, მთელი დღის განმავლობასი კლავისინზე დაკვრას  აიძულებდა პატარა ლუდვიგს და მცირე შეცდომისთვისაც  მკაცრად სჯიდა, ხშირად  კი ცემდა კიდეც. იოჰანს, ახსოვდა მოცარტის წარმატებები, რაც მოსვენებას არ აძლევდა  და ყოველ ღონეს ხმარობდა მისი შვილიც “ვუნდერკინდი”  მუსიკოსი გამოეყვანა.
თავიდან, ის ლუდვიგს ვიოლინოზე დაკვრას ასწავლიდა, შემდეგ მეცადინეობა მისმა  მუსიკალური წრის მეგობარებმა  გააგრძელეს: კოხი და ზეეზე- ორღანზე დაკვრას ასწავლიდნენ ,  კლავისინზე და ფლეიტაზე -პფეფერი, ვიოლინოზე  და ალტზე – როვანტინი.  პატარა ლუდვიგი დღეში 7-8 საათს მეცადინეობდა. ხანდახან, იოჰანს ღამე მეცადინეობის სურვილი უჩნდებოდა , აღვიძებდა პატარას და  ტირილის , თხოვნის მიუხედავად, ეს მეცადინეობა 3-4 საათი გრძელდებოდა. განსაკუთრებით აუტანელი ხდებოდა ლუდვიგის მდგომარეობა მაშინ, თუ მამამისი გვიან ღამით, მთვრალი, მეგობრებთან ერთად ბრუნდებოდა . იოჰანი, მეგობრების წინაშე,  თავს იწონებდა შვილის წარმატებებით. ამ დროს მასზე ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენდი.  იოჰანთან არც დარწმუნება, არც თხოვნა და არც ცრემლები არ მოქმედებდა.რომ არა ბავშვის უდიდესი  ტალანტი და მუსიკისადმი გადაულახავი ლტოლვა, ასეთი მკაცრი მოპყრობა სამუდამოდ შეაჯავრებდა ლუდვიგს ხელოვნებას.
დედა-  კარის მზარეული, ავადმყოფი ქალი, ერთადერთი ლუდვიგის მოყვარული და მეგობარი, ყოველთვის ვერ ახერხებდა შვილის დაცვას.
იოჰანი, სამეფო კარზე 6 წლის ლუდვიგის  გამოსვლას აწყობს, მაგრამ ამ კონცერტს ისეთი წარმატება არ მოჰყოლია, როგორსაც მამა ელოდა. ამის შემდეგ, ლუდვიგი დედასთან ერთად ჰოლანდიაში მიდის , სადაც აღტაცებით იღებენ.
8 წლის ასაკში, პატარა ბეთჰოვენი პირველ სერიოზულ კონცერტს ქ. კელნში მართავს, რომელმაც დიდი წარმატებით ჩაიარა.კონცერტები სხვა ქალაქებშიც გაიმართა და ყველა – წარმატებით. ლუდვიგის წარმატებამ, იოჰანს აშკარად დაანახა, რომ იგი უკვე ვეღარაფერს შემატებს  შვილის ცოდნას.  მისი ეგოიზმი იქამდე მიდის, რომ  ათი წლის ასაკში სკოლიდანაც კი გამოჰყავს. იოჰანის გართობას  ფული სჭირდება, ასეთი  ცხოვრებით გატანჯული და გაწამებული დედაც  ავად ხდება და ლუდვიგიც იძულებულია მუშაობა დაიწყოს, სამეფო კარის კაპელაში ორღანისტად.  “ის ჯერ კიდევ ბიჭია, ორი წელია ხელფასის გარეშე მუშაობს, უკრავს ორღანზე... კარგი მონაცემები აქვს” – ასე მოახსენეს ცამეტი წლის ბეთჰოვენზე ბონის მბრძანებელს.  სამსახურში მიიღეს, მაგრამ მისი ანაზღაურება ძალიან დაბალი იყო, რადგან  ბავშვს, როგორც  ბავშვს    ისე  უხდიდნენ-ორჯერ ნაკლებს.
პატარა ლუდვიგზე მამის მოქმედებამ მძიმედ იმოქმედა და მან მტკიცე გადაწყვეტილებას მიიღო:“მე თვითონ მივაღწევ!”- და მართლაც აასრულა  ჩანაფიქრი და არა მხოლოდ მუსიკის განხრით. მას ძლიერი ნება და ნათელი მისწრაფება აქვს. დასახული მიზნის მისაღწევად დღე და ღამე შრომობს. მისი ბავშვობა უფრო ხანმოკლეა, ვიდრე სხვა ბავშვების,- მძიმე და გაუხარელი. უცნაურმა სიდინჯემ და ჩაფიქრებულობამ, მისი ბუნებიდან მხიარულება და ცელქობა ნაადრევად გააძევა. 
 1799 წელს, ბონში ,საკარო მუსიკალური თეატრის ხელმძღვანელად ჩამოვიდა იოჰან გოტლობ ნეეფე, რომლის ჩამოსვლაც ყრმა ბეთჰოვენის მხატვრულად ჩამოყალიბების საქმეში გარდატეხას მოასწავებდა. ცნობილი კომპოზიტორი, ორღანზე ს ანთება დაეწყო, 1809-10 წწ. ციებცხელებამ შეიპყრო, მოკლედ სიცოცხლის ბოლო წლებში დამკვრელი,მწერალი-მუსიკოსი ნეეფე, ფართო საუნივერსიტეტო განათლებით გამოირჩეოდა. გერმანული განმანათლებლობის  ტიპიური წარმომადგენელი, იგი უდიდეს ზეგავლენას ახდენდა ბეთჰოვენზე თავისი ესთეტიური შეხედულებებით: ნეეფე ლუდვიგს გაკვეთილებს აძლევს, აცნობს წარსულის უდიდეს გერმანელ კომპოზიტორებს. ი. ს. ბახის “კარგად ტემპერირებული კლავირის” ღრმა შესწავლამ მნიშვნელოვანი კვალი დააჩინა ბეთჰოვენის  შემოქმედებას. ნეეფე გაზეთებში ბეთჰოვენზე წერს სტატიებს, ეხმარება პირველი ნაწარმოების გამოცემაში.მან გააცნო აგრეთვე ჰენდელის ნაწარმოებებიც. თუ ი. ს. ბახის ხელოვნების ფილოსოფიურმა საწყისმა, მისმა ინტენსიურმა მელოდიურმა განვითარებამ, გამომსახველმა პოლიფონიამ, მკაცრმა არქიტექტონიკამ,  თავისებური გარდატეხა ჰპოვა ბეთჰოვენის მუსიკაში, განსაკუთრებით კი მისი შემოქმედების გვიანდელი პერიოდის ნაწარმოებებში, ჰენდელის გმირულმა სტილმა, მისი სიცოცხლის დამამკვიდრებელმა მსოფლმხედველობამ, ფორმის მონუმენტურობამ, ხმოვანების გრანდიოზულობამ, ზემოქმედების მასობრივმა ძალამ- ლუდვიგი თვითმყოფადი გახადა, რადგან ყოველივე  ჩამოთვლილი მახლობელი აღმოჩნდა მისთვის. ინსტრუმენტული  მუსიკის სფეროში მოღვაწე  XVIII საუკუნის კომპოზიტორთაგან, გარდა ჰაიდნისა და მოცარტისა, ბეთჰოვენზე დიდი გავლენა მოახდინა ფ. ე. ბახმა-”ქარიშხლისა და შეტევის” ესთეტიკის ამ  ერთ-ერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა.
ნეეფეს განსწავლულობა, სითამამე ცხოვრებისეულ საკითხებზე და  ნიჭი, რაღა თქმა უნდა,  რომ დიდ ზეგავლენას მოახდენდა  მოსწავლეზე, რომელსაც  სულ მალე თავისუფლად  შეუძლია შეცვალოს  ორღანისტი ნეეფე და  მართლაც,  მისი ბონიდან გამგზავრების შემდეგ, 1782 წელს, ბეთჰოვენმა  შეცვალა ნეეფე, როგორც კარის ორღანისტი. ცამეტი წლის ასაკში იგი კლავისინისტად იყო ჩარიცხული კარის ორკესტრში, ხოლო ერთი წლის შემდეგ გადაყვანილ იქნა ორღანისტის თანაშემწედ და მუდმივი ხელფასი დაენიშნა.1827 წლის 27 მარტს ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი გარდაიცვალა.

წყარო: www.lemill.net

No comments:

Post a Comment