იოჰან სებასტიან ბახი

ბაროკოს ეპოქის გერმანელი კომპოზიტორი და ორგანისტი,ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორი,მისი შემოქმედება გამოირჩევა ინტელექტუალური სიღრმით,ტექნიკური სრულყოფილებითა და მხატვრული დახვეწილობით და იგი ევროპული ტრადიციის თითქმის ყველა მუსიკოსისთვის შთაგონების წყაროდ იქცა მოცარტიდან შონბერგამდე. იგი 10 წლისა დაობლდა და მისი აღზრდა მისმა ძმამ ითავა.ბახი დაეუფლა ორგანზე და ვიოლინოზე დაკვრის ტექნიკას. თავისი მშვენიერი დისკანტის გამო იგი 1700 წელს მიიღეს ლიუნებურგის წმინდა იოანეს სკოლაში.ბახის შემოქმედება აგვირგვინებს შუა საუკუნეების მომდევნო პერიოდის მსოფლიო მუსიკალურ ხელოვნებას და ამავე დროს დასაბამს აძლევს ახალ მიმდინარეობას.ბახი პოლიფონიური მუსიკის მწვერვალია. 15 წლის ბახმა დამოუკიდებლად დაიწყო ცხოვრება,იგი მუშაობდა ვიოლინოზე,ორღანზე .სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იგი დაბრმავდა და კარნახით აწრინებდა თავის ნაშრომებს.1750 წელს იგი ლაიფციგში გარდაიცვალა,მალე მიეცა დავიწყებას და მისი საფლავიც კი დაიკარგა ეკლესიის ეზოს რეკონსტრუციის დროს.მისი აღიარება 100 წლის შემდეგ დაიწყო მენდელსონის მეშვეობით.


წყარო: ka.wikipedia.org

No comments:

Post a Comment